მართლმსაჯულების რეფორმა

პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გარშემო. კანონპროექტისთვის საბოლოო სახის მიცემამდე და პარლამენტში გაგზავნამდე სამუშაო ჯგუფი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა.

მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება, იუსტიციის საბჭოს და სკოლის რეფორმირება,- ეს არის სამი მთავარი მიმართულება, რომლებიც კანონპროექტმა უნდა დაარეგულიროს. თუმცა სამუშაო ჯგუფში მყოფ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს რამდენიმე შენიშვნა აქვთ, პროტესტის მთავარი მიზეზი სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესია.