მართლმადიდებელი მრევლი დღეს მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს.
დილიდან ყველა ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. წირვა სიონში აღავლინა კათოლიკოს-პატრიარქმა, რომელმაც ღვთისმსახურების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ მოსახლეობას ერთად დგომისკენ და ერთი საქმის კეთებისკენ მოუწოდა.