მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ იძულებით გადაადგილებულებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია, მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ.

სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს.

გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება. შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მათ გრანტებიც გადაეცემათ.