მარკ ცუკერბერგის დაკითხვა

საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო კაპიტოლიუმის შენობაც, სადაც სკანდალში გახვეული მარკ ცუკერბერგი კონგრესმენების მწვავე შეკითხვებს და კრიტიკას ისმენდა.

ფეისბუქის დამფუძნებელს ახსნა-განმარტებების გაკეთება დასჭირდა, თუ როგორ მოხვდა მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ცნობილი ბრიტანული კომპანიის ხელში და იყო თუ არა ეს ყველაფერი ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან კავშირში.

რუსული ტროლები, სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა და ფეისბუქის უსაფრთხოება – ეს 33 წლის მილიარდერის გამოსვლის მთავარი თემები იყო.

დღევანდელი მოსმენა უკვე აისახა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და გავლენიან სოციალურ ქსელზე. ფეისბუქის ფასი 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.