მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის პროცესზე ბრალდების მოწმეები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები დაიკითხებიან. როგორც პროკურორმა განაცხადა, ექსპერტები დაადასტურებენ შადრევანში ჩასული ბავშვების ელექტროტრავმის შედეგად მიღებულ დაზიანებებს. მათ შორის მარიტა მეფარიშვილის ელექტროტრავმის შედეგად გარდაცვალების ფაქტს. გიგაშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეში განსასჯელია ექსპერტი და სამი იურიდიული პირი. გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობაში ედავებიან. ვაკის პარკის ტრაგედიის ძირითად საქმეზე 9 პირის მიმართ განაჩენი უკვე გამოიტანა სხვა მოსამართლემ. 8 პირი, მათ შორის „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი დამნაშავედ ცნო, ერთი კი გაამართლა.