მიმართვა პროკურატურას

პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი სესიაშვილი ცილისმწამებლური კამპანიის გავრცელების ბრალდებით, „ნაციონალური მოძრაობის წევრს“, ირაკლი ნადირაძეს გენერალურ პროკურატურაში უჩივის.

ვაკის პარკის ტრაგედიასთან მისი სახელის დაკავშირებას სესიაშვილი რეპუტაციის შელახვის მცდელობად აფასებს. მომჩივნის მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებაა.