მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის საქმეზე, შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს. ცხრა ბრალდებულის პროცესზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას დაასრულებს, რის შემდეგაც, მხარეების რეპლიკები იგეგმება. შემდეგი ეტაპი ბრალდებულების საბოლოო სიტყვებია. ამის შემდეგ კი მოსამართლე სათათბიროდ გავა.