28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას – მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. 10:00 საათზე დაიწყო საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში. საქართველოში სიონის სახელწოდებით მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა, მათ შორის, თბილისის სიონის ტაძარი 28 აგვისტოს ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს.
თამარ ჯალაღონია დეტალებით.