საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა. სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა. სიონის საკათედრო ტაძარიდან საზეიმო წირვის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო.

მარიამობა – პირდაპირი ტრანსლაცია სიონის საკათედრო ტაძრიდან #LIVE