საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას – მარიამობას აღნიშნავს. მარიამობას წინ მარხვა უძღოდა, რომელიც დღეს დასრულდა.

სადღესასწაულო წირვა მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს პატრიარქმა დღეს თბილისის სიონის ტაძარში აღავლინა. მან მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ მთავრობის წევრებიც. მოსახლოებას დღესასწაული პრემიერმა მიულოცა.