მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავს. უწმინდესმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებასა და უსამართლობას. გარდა ამისა, ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ ახლა ურთულეს დროში ვცხოვრობთ.