MAN-ის მარკის ავტობუსების ახალი მარშრუტი

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები 308-ე მარშრუტზე გავიდა. აღნიშნულ მარშრუტზე, ახალი ავტობუსებით აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა. სიენჯი ძრავზე მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე და ის სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. უახლოეს დღეებში 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 301-სა და N314 მარშრუტებზეც გადანაწილდება.