საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წამყვანი გერმანული მედიასაშუალების კითხვებს უპასუხა. მამუკა ბახტაძემ ინტერვიუ „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტს მისცა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტირებით სულ უფრო მეტი კომპანია ინტერესდება.