ვითარება აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება დაძაბული რჩება. ერთი კვირაა სხვადასხვა შტატსა და ქალაქში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

სამართალდამცველებმა ოთხი ათასამდე მოქალაქე დააკავეს. მინეაპოლისში ცეცხლი გაუხსნეს „დოიჩე ველეს“ გადამღებ  ჯგუფს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართულებით მაშინ გაისროლა, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდნენ. მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა თეთრ სახლთან, ასევე სანტა მონიკასა და ბოსტონში გამართულ აქციებზე.

რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური პროტესტი მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

დატოვე კომენტარი