თეა წულუკიანმა მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა მოინახულა. ბაზის მშენებლობა სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი კი 6 მილიონ ლარზე მეტია.