„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, 10 აპრილს გამოაცხადებს. საუბარია ობიექტ „მიონის“ ეპიზოდზე.
რვა აპრილს ჩანიშნულია სხდომა, სადაც დაგეგმილია თაღლითობის ბრალდებით დაკავებული მაია რჩეულიშვილის გამოკითხვა და მხარეების დასკვნითი სიტყვა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა დაცვის მხარის ის მტკიცებულება წარმოადგინეს, რომელიც მათი შეფასებით, ადასტურებს, რომ თანხების მითვისება არ მომხდარა.
პროკურატურისგან განსხვავებით ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. ბრალდება ამბობს, რომ საქმეში რჩეულიშვილის მამხილებლი მოწმეების ჩვენებები, მათ შორის, ბრალდებულის, ქეთევან ჟორდანიას ჩვენებაც არის.
„ცენტრ-პოინტის“ წარმომადგენლის საქმის წარმოება ამავე ბრალდებაზე ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი.