მაია მიმინოშვილი - ფოთის საგამოცდო ცენტრი, დიდი ალბათობით, არ გაუქმდება
ფოთის საგამოცდო ცენტრი, დიდი ალბათობით, არ გაუქმდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
მაია მიმინოშვილი დღეს ფოთის მეორე საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს შეხვდა. დისკუსიას მოსწავლეები, მათი მშობლები, ასევე პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.