ჭიათურის მაღაროში სამუშაო პროცესი პირველი ივლისიდან აღდგება. 19-დღიანი პროტესტი შედეგით დასრულდა: მაღაროელებსა და კომპანიას შორის პროფკავშირების ჩართულობით, შეთანხმება შედგა. ამ შეთანხმების მიხედვით, დასაქმებულების ანაზღაურება, ინფლაციის მაჩვენებელზე იქნება მიბმული და სწორედ მის შესაბამისად გაიზრდება. მოთხოვნილ, დამატებით 13 პუნქტზე კი მუშაობა ეტაპობრივად დაიწყება. სპეციალურ დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.