გაფიცვის მეშვიდე დღე ჭიათურაში. მაღაროელების ნაწილმა „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ ქარხანასთან გადაინაცვლა. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციამ უცხოელი სპეციალისტები ჩამოიყვანა და მათი მეშვეობით აღადგინა ქარხნის მუშაობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მენეჯმენტი ამ ქმედებით ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს დასაქმებულების ნაწილი მუშაობის გაგრძელებაზე თანახმაა.
მაღაროელების ნაწილი ქარხნის ცენტრალურ შესასვლელთან დგას. მათი განცხადებით, სატვირთო მანქანებს არ გაატარებენ.
კომპანიას და ხელისუფლებას პროტესტის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 8 საათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირის ამოკერვით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, მაღაროელები ხელფასების მომატებას ითხოვენ, თუმცა არ თანხმდებიან 10 და 15 პროცენტით მატებას.