ცნობილი ამერიკელი მეცნიერის იდეა საქართველოში რეალობად იქცა.
ჩვენი ქვეყანა რეგიონში პირველია, რომელსაც შშმ პირთა თანამედროვე სამედიცინო სარეაბილიტაციო კლინიკა ექნება. ეს არის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და კერძო ინვესტიციით აშენებული ცენტრი, რომელიც თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზეა განთავსებული. ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილ ცენტრში სრულწლოვნებს და მოზარდებს შესაბამის სარეაბილიტაციო მომსახურებას ქართველი და ამერიკელი რეაბილიტოლოგები გაუწევენ. ემორის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გახსნილი კლინიკა პროფესორ კენ ვოლკერის სახელს ატარებს, რომელიც ატლანტის შტატიდან ჩვენს ქვეყანაში პირველად 1992 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ საქართველოს სამედიცინო სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.