თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი დასკვნის დადებას ითხოვს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
განცხადება მან გენერალური პროკურატურის წინ გააკეთა. მაჩალიკაშვილის განცხადებით, უწყებამ პირობა არ შეასრულა, როდესაც განაცხადა, რომ ორ თვეში შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.