ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში მოწინააღმდეგე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლუხუმის მეტოქე იაპონელი სპორტსმენი იქნება. ამავე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი კი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14.00 საათზე დაიწყება.