ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში

პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი 6-7 აპრილს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. ჩემპიონატზე 21 წლამდე სპორტსმენები იასპარეზებენ.

სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა. შემდეგ ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია და შვედეთი. ხოლო 2024 წელს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ მოიპოვა.