უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე უკრაინას ტოვებენ „მოამბის“ გადამღები ჯგუფები.
ჩვენი კოლეგები კიევიდან საევაკუაციო მატარებლებით გაიყვანეს. ახლა ისინი ერთ-ერთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან იმყოფებიან. თუმცა, სასაზღვრო მონაკვეთებზე გრძელი რიგებია. მოქალაქეებს შესაბამისი პროცედურების გასავლელად და ქვეყნიდან გასასვლელად რამდენიმე საათიანი ლოდინი უწევთ.