ლომისის მამათა მონასტრის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს

ლომისის მამათა მონასტრის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.