ლოკოკინის მოშენება

ახალი მიმართულება ქართულ სოფლის მეურნეობაში.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ლოკოკინების მოშენება დაიწყეს. ბიზნესი ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. ევროპაში უკვე გაიგზავნა საქართველოში გაზრდილი ლოკოკინების პირველი პარტია. ტენის და ზომიერი სითბოს მოყვარული ლოკოკინის გამრავლებისთვის სუბტროპიკულ ზონას ირჩევენ. ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ათასობით ლოკოკინა იტალიიდან ჩამოიყვანეს და მათი მოშენება დაიწყეს.

გასტრონომიული დანიშნულების გარდა, კიდევ რა მიმართულებით გამოიყენება ლოკოკინა, როდის და რამდენი ტონა ლოკოკინა უნდა გავიდეს ექსპორტზე ლაგოდეხიდან, – ნახეთ ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტში.