ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციამ პარლამენტში შეხვედრები გამართა. დისკუსია შედგა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეებთან. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მხარეებმა იმსჯელეს, იყო ევროინტეგრაცია. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და გამოწვევებს. აქცენტი გაკეთდა უკრაინაში მიმდინარე ომზე.
შეგახსნებთ, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია უკვე იმყოფებოდა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.