ლიბიიდან დაბრუნებული მეზღვაურები

ორი ქართველი მეზღვაური ორწლიანი ტყვეობიდან თავისუფალია.

გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 2017 წლის აგვისტოში ლიბიაში დააკავეს. ეკიპაჟს ტერიტორიული წყლების უკანონოდ კვეთას და ნავთობის კონტრაბანდაში ადანაშაულებდნენ.