ლიბიიდან კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა

ლიბიიდან კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა. სოსლან კაკაბაძე 2015 წლიდან იყო დაკავებული. ინფორმაციას მისი გათავისუფლებისა და დაბრუნების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კაკაბაძეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, დიპლომატიური უწყების საკონსულო დეპარტამენტის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებას წინ უძღოდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩის ვიზიტი და ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები.

სოსლან კაკაბაძეს ტერიტორიული წყლების საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა ბრალად.