ლიბიაში ნაოსნობისას გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ, კვირას გადმოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დააადასტურეს. უწყების ცნობით, ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს.
23 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა. 21 იანვარს კი ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს.