ახალი წელი, ჭონა და საღვთო – ლიახვის ხეობის მკვიდრთა ტრადიციები ვიდეო ჩანახატებით აღბეჭდეს.
პროექტის მიზანი ოკუპირებული ლიახვის ხეობის სოფელი კეხვის ტრადიციების, წეს-ჩვეულებების და ზოგადად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა. როგორ იმართებოდა სხვადასხვა სადღესასწაულო რიტუალები და კონკრეტულად რითი არის გამორჩეული ეს რეგიონი. 15 წლის ოკუპირებული რეგიონიდან დევნილები ლიახვის ხეობის ტრადიციებს უკვე სხვადასხვა დევნილთა სხვადასხვა დასახლებაში აგრძელებენ.