ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ ოქუაშვილის წინააღმდეგ დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და ლევან ყიფიანის მიმართ თაღლითურად მოტყუების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ყიფიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო ზაზა ოქუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.