შეფასებები ლევან ყიფიანის განცხადებაზე

ლევან ყიფიანის განცხადებები არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, სპორტის ყოფილი მინისტრი სახელისუფლებო ზეწოლის მსხვერპლია. ასე არ ფიქრობს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ახლა თავად აქვთ შეკითხვები „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებთან და ოპონენტებთან.

„ქართული ოცნება“ ზაზა ოქუაშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს და გამოძიების შედეგებს ელოდება.