ლევან ყიფიანის განცხადება

„ომეგა ჯგუფის“ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დუმილს არღვევს. ლევან ყიფიანი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს პირველად ეხმაურება.

სპორტის ყოფილი მინისტრის მონაყოლის მიხედვით, ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერების მომზადება ზაზა ოქუაშვილის იდეა იყო, რათა მითითებული მასალები უცხოელი პარტნიორებისთვის წარედგინა, დაერწმუნებინა, რომ სახელისუფლებო წნეხს განიცდიდა და ამ გზით მათ მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებები გადაევადებინა. ყიფიანის თქმით, ამ სცენარში მონაწილეობის სანაცვლოდ ოქუაშვილი მას, როგორც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელს, თვეების განმავლობაში დაგროვილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას დაჰპირდა.

მთავრობის ყოფილი წევრი ჩანაწერებს დამონტაჟებულად აცხადებს, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს კი კატეგორიულად უარყოფს.