თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილისა და საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის შესაძლო რუსულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს.
როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ტალიაშვილი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ქონებას ფლობენ და ასევე, რუსულ ბანკებში აქვთ მიმდინარე ანგარიშები. მათ შორის ერთ-ერთი „ალფა ბანკია“, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
რაც შეეხება შალვა ოგბაიძეს, ხაბეიშვილის განცხადებით, მას თავის დედა-შვილთან ერთად სახელმწიფოსთვის რუსული, „ნივის“ მარკის ავტომობილები ჩამოჰყავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას პასუხობს და აბსურდულს უწოდებს შალვა ოგბაიძე. საკრებულოს წევრის თქმით, მას არანაირი წილი არ აქვს მისი დეიდაშვილის კუთვნილ რუსულ კომპანიაში. რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის, ის ამჟამად თბილისში არ იმყოფება.