ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები აღნიშნავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ფიზიკურად რამდენიმე წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ. ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერები მთავარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებენ.