„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, მათ საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებითა და შესაბამისი მტკიცებულებებით მიმართეს. პარტიის ადვოკატის განმარტებით, ისინი გამოძიების დაწყებას 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით ითხოვენ, რაც წამებას ითვალისწინებს. პარტიის წევრები მომხდარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე პოლიტიკურ და ფიზიკური ანგარიშსწორებად აფასებენ და გამოძიებაზე პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებენ.