პარტია „ლელო საქართველომ“ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კამპანია დაიწყო. პარტიის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმოწერებს შეაგროვებენ. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მმართველ გუნდს ხალხის ხმა არ ესმის და კამპანიით შეეცდებიან ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა. პირადი შეხვედრების გარდა „ლელო“ ხმების შეგროვებას ონლაინ-პლატფორმით და სოციალური ქსელების მეშვეობითაც გეგმავს.