მსჯავრდებული სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების თემა კიდევ ერთხელ აქტიურდება.

წინა დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე იყო მოლოდინი, რომ მიზნის მიღწევის გზებზე პარტიის ლიდერს დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა ესაუბრა. თუმცა, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი ზოგადი განცხადებებით და ცვლილებებისკენ ბრძოლისა და გაერთიანებისკენ მოწოდებებით შემოიფარგლა. 200 000-კაციანი გამოსვლა და არა რაღაც აქცია – ასეთი იყო ყოფილი პრეზიდენტის გზავნილი. ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას მთავარ მიზნად აცხადებენ მისი თანაგუნდელებიც და ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციური ერთობის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე არჩევნებისთვის საჭირო კრიზისულ საფუძვლებს ქვეყანაში ვერ ხედავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურება პრაქტიკულად არ მოჰყვა.