ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის მოთხოვნა პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა. ივნისში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე, ის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება: „ჩვენ ვუბრუნებთ ხალხს ძალაუფლებას, რომელიც ხალხისგანვე მივიღეთ“,  – განაცხადა ფაშინიანმა. ის ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და ის კენჭს იყრის როგორც კანდიდატი პრემიერის პოსტზე.

არჩევნები ქვეყანაში 20 ივნისს არის დაგეგმილი.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი