ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

როგორია ოპოზიციის გეგმა. პარტიების ნაწილი კონსულტაციებს იწყებს. დისკუსიაში უკვე ჩართულები არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“. მათი განცხადებით, იქნება აქციები და პროტესტი, სანამ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება. ოპოზიციის ამ ნაწილის გეგმას არ იზიარებს მეორე ნაწილი. ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქუჩის პროტესტს შედეგი არ მოჰყვება და მოთხოვნები არ შესრულება. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს და მათ გეგმას აბსურდულს უწოდებს.