„ლელო“ ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. სალომე სამადაშვილის თქმით, 10 სექტემბერს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების სისტემატური თანამშრომლობა ხდება.
„ლელოს“ წევრის განცხადებით, გავრცელებული მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული თანამშრომლობის მიზნები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობასა და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.