ლელა ლაზარიაშვილის პერსონალური გამოფენა

თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ლელა ლაზარიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა – Doll Stories გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის საავტორო თოჯინები და ბატიკის ტექნიკით აბრეშუმის ქსოვილზე შესრულებული ნახატები. ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენაში. ექსპოზიცია 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.