უცხოური გავლენების შესახებ ხმაურიან კანონპროექტს უკავშირდება ის რეზონანსული საქმე, რომელზეც ერთწლიანი განხილვების შემდეგ მოსამართლემ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ სცნეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გრიგორიადისი შარშან რუსთაველის გამზირზე იმ აქციის დროს დააკავეს, რომელიც „ხალხის ძალის“ სახელით ინიცირებული უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მიმდინარეობდა. მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში და პოლიციის კუთვნილი ავტომობილის დაწვაში ადანაშაულებდნენ. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მოსამართლის ვერდიქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა უფლებადამცველებს შორის და ოპოზიციურ ფლანგზე.
ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.