პრეზიდენტის გადაწყვეტილება - შეფასებები

ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დანაშაულის ტოლფასი და სამარცხვინო უწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ ვრცლად ისაუბრა და პრეზიდენტი გააკრიტიკა.

შეფასებები გააკეთა უმრავლესობის ლიდერმაც, რომელმაც გასული წლის მარტის აქციები და ლაზარე გრიგორიადისის ქმედებები გაიხსენა.