სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა, რა დრო დასჭირდება პროცედურებს, მისთვის უცნობია. ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით იყო დაკავებული. მას სასამართლომ გუშინ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.