პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველო“ იყო. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, დაკავებული ახალგაზრდას გათავისუფლება იყო. ლაზარე გრიგორიადისს აქციაზე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა. ლაზარე გრიგორიადისი 7, 8, 9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, 29 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარემ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, სამართალდამცველები დაშავდნენ. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.