ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა. ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზად, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხე სახელდება. ტელეკომპანია „დოჟდი“ ლატვიაში მაუწყებლობას 8 დეკემბრიდან შეწყვეტს. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუშაობას იუთუბის საშუალებით გაგრძელებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საბჭომ ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმა რუკის ჩვენებისთვის, სადაც ყირიმი აღნიშნული იყო რუსეთის ტერიტორიად, ასევე მასალისთვის, სადაც რუსეთის არმია მოხსენიებული იყო, როგორც „ჩვენი არმია“, წამყვანი კი რუსი მობილიზებულების დახმარების შესახებ საუბრობდა. 2 დეკემბერს ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ კოროსტელიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა.