შეფასებები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებზე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. განცხადება მათ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელეს. სამივე ქვეყნის დიპლომატი გმობს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე არალეგალურ პროცესს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები დაგმო უკრაინის საგარეო უწყებამაც. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.