ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და მიმდინარე აქციებს უკავშირებს ხელისუფლება ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას.
ეროვნული ვალუტა სამიან ნიშნულს მიუახლოვდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა. ეს ცენტრალური ბანკის უკვე მესამე ინტერვენციაა ბოლო ოთხ თვეში. ჩარევა კურსზე მცირედით უკვე აისახა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ინფლაციაზე პირდაპირ ახდენს გავლენას, ამიტომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკცარებას არ გამორიცხავს. როდის და რა ნიშნულზე უნდა ელოდოს მოსახლეობა ლარის გამყარებას – პროგნოზები არაეთგვაროვანია.